ორსულთა აღრიცხვის სახელმწიფო პროგრამა - დავით დავარაშვილის კლინიკა

      სამუშაო საათები: 24/7

  • ქართული
  • ინგლისური


0322 42 42 52   თბილისი, ლუბლიანას 13

facebook_cover2

ორსულთა აღრიცხვის სახელმწიფო პროგრამა

ჩვენი კლინიკა ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას და ამას ანაზღაურებს სახელმწიფო.

პროგრამის ფარგლებში ორსულისთვის 8 ვიზიტი უფასოა:


პირველი ვიზიტი – 13 კვირის ორსულობის ვადამდე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ბ) სისხლის საერთო ანალიზი

გ) შარდის კულტურალური გამოკვლევა

დ) სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა

ე) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში

ვ) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი)

ზ) სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით

თ) სისხლის თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა (TSH)


მეორე ვიზიტი – ორსულობის 18-21 კვირამდე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ბ) სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით


მესამე ვიზიტი – ორსულობის 26-27 კვირამდე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში

დ) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში

ე) სკრინინგი გესტაციურ დიაბეტის გამოვლენის მიზნით


მეოთხე ვიზიტი – ორსულობის 30-31 კვირამდე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

გ) სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა


მეხუთე ვიზიტი – ორსულობის 34-35 კვირამდე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა


მეექვსე ვიზიტი – ორსულობის 36-37 კვირამდე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში

დ) ჰემოლიზურ სტრეპტოკოკზე გამოკვლევა

ე) სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით


მეშვიდე ვიზიტი – ორსულობის 38-39 კვირამდე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა


მერვე ვიზიტი – ორსულობის 40-41 კვირამდე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა


პირველი ვიზიტი აუცილებელია შედგეს ორსულობის 13 კვირამდე!

აღრიცხვაზე დასადგომად დაგვიკავშირდით 032 2 42 42 52