ფრანგული საკეისრო კვეთა - დავით დავარაშვილის კლინიკა

      სამუშაო საათები: 24/7

  • ქართული
  • ინგლისური


0322 42 42 52   თბილისი, ლუბლიანას 13

ანტე ვიზიტები

ფრანგული საკეისრო კვეთა

ფრანგული საკეისრო კვეთა საქართველოში დავით დავარაშვილის კლინიკაში დაინერგა. ინოვაციური მეთოდი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჩვენს კლინიკაში 5 წლის მანძილზე 500-ზე მეტ ორსულს წარმატებით ჩაუტარდა.


 

რას არის ფრანგული საკეისრო კვეთა?

ფრანგული ამბულატორიული საკეისრო კვეთა არის საკეისრო კვეთის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც არ ხდება ოპერაციული ჩარევა მუცლის ღრუში შეღწევით. ექსტრაპერიტონეალური საკეისრო გულისხმობს საშვილოსნოზე წვდომას პერიტონეუმის გაკვეთის გარეშე. პერიტონეუმი თხელი გარსია, რომელიც ფარავს და მოიცავს მუცლის ღრუს ყველა ორგანოს, რეპროდუქციულ, საშარდე და საჭმლის მომნელებელს სისტემას. კვეთის დროს მშობიარე მონაწილეობას იღებს პატარას დაბადებაში.

რაც შეეხება უპირატესობებს, პოსტ-ოპერაციული და სარეაბილიტაციო პერიოდი მელოგინეთათვის საგრძნობლად მცირეა, განსხვავებით კლასიკური მეთოდისგან. ასევე ნაკლებია ტკივილის შეგრძნება.

ფრანგული საკეისრო კვეთის შემდეგ, ქალი მალევე უბრუნდება ცხოვრების აქტიურ რიტმს და უკეთ უვლის ახალშობილს. ამით აბდომინალური მშობიარობა უახლოვდება ბუნებრივ მშობიარობას, თუმცა არ ცვლის ფიზიოლოგიურს.