ჩვენი კლინიკა ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას და ამას ანაზღაურებს სახელმწიფო.
პროგრამის ფარგლებში ორსულისთვის 8 ვიზიტი უფასოა:
► პირველი ვიზიტი – 13 კვირის ორსულობის ვადამდე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) სისხლის საერთო ანალიზი
გ) შარდის კულტურალური გამოკვლევა
დ)სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა
ე) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში
ვ) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი)
ზ)ულტრაბგერითი გამოკვლევა
► მეორე ვიზიტი – ორსულობის 18-20 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) ულტრაბგერითი გამოკვლევა
► მესამე ვიზიტი – ორსულობის 26 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
დ) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში
ე) სკრინინგი გესტაციურ დიაბეტის გამოვლენის მიზნით
► მეოთხე ვიზიტი – ორსულობის 30 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
► მეხუთე ვიზიტი – ორსულობის 34 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
► მეექვსე ვიზიტი – ორსულობის 36 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
გ)ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
► მეშვიდე ვიზიტი – ორსულობის 38 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
► მერვე ვიზიტი – ორსულობის 40 კვირაზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
პირველი ვიზიტი აუცილებელია შედგეს ორსულობის 13 კვირამდე!
აღრიცხვაზე დასადგომად დაგვიკავშირდით 032 2 42 42 52