სამუშაო საათები: 24/7

  • ქართული
  • ინგლისური


0322 42 42 52   თბილისი, ლუბლიანას 13

სკრინინგი

ახალშობილთა სკრინინგი უფასოდ – ინოვაცია

სისხლის ერთი წვეთი 47 დაავადების დროულად გამოსავლენად!
ძვირფასო მშობლებო! მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ პირველად საქართველოში, დავით დავარაშვილის კლინიკა იწყებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ახალშობილთა ძვირადღირებული (საბაზრო ღირებულება იწყება 250 ლარიდან), გაფართოებული სკრინინგის სერვისის უსასყიდლოდ დანერგვას.
ახალშობილთა სკრინინგი არის მნიშვნელოვანი პრევენციული მეთოდი, რომლის საშუალებითაც ათწლეულებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლებელი გახდა თანდაყოლილი მეტაბოლურ – გენეტიკური დაავადებების დროული დიაგნოსტირება და მძიმე გართულებების თავიდან აცილება.
დავარაშვილის კლინიკა ქვეყნის ჯანმრთელ მომავლზე ზრუნვის მიზნით, უერთდება ამ პროცესს და ჩვენთან დაბადებული ყველა ახალშობილისათვის 47 მეტაბოლურ-გენეტიკურ დაავადებაზე სკრინინგის ჩატარებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.
სკრინინგისთვის საჭიროა სისხლის რამოდენიმე წვეთის აღება. სისხლის აღების პროცედურა უსაფრთხო და სწრაფია.
პროექტი ხორციელდება დავით დავარაშვილის კლინიკისა და N G M C • ნეიროგენეტიკისა და მეტაბოლიზმის ცენტრი-ს მიერ. პროექტის პარტნიორია ავსტრიული ლაბორატორია ARCHIMEDlife, სადაც ჩატარდება აღნიშნული კვლევები.

პროექტი დაიწყება 2022 წლის 18 აპრილიდან.

დეტალებისთვის:
📩 მოგვწერეთ: Facebook Messenger
📞 დაგვირეკეთ: 032 2 42 42 52