სამუშაო საათები: 24/7

  • ქართული


0322 42 42 52   თბილისი, ლუბლიანას 13

facebook_cover2

დავით დავარაშვილის კლინიკა ახალ მისამართზეა

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ დავით დავარაშვილის კლინიკა ახალ მისამართზე ოფიციალურად გაიხსნა!

სამწუხაროდ, კორონავირუსითა და პანდემიით გამოწვეულმა შეფერხებებმა მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი გადასვლის პროცესს, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის არსებობის პერიოდში, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა პროცესების მართვა და წინსვლა. Ხოლო პოსტ-პანდემიურმა ყოფამ გაართულა და დროში გაწელა გახსნის პროცესი ამ მომენტამდე.
გვინდა გულითადი ბოდიში მოვუხადოთ ყველა ჩვენს პაციენტსა და ორსულს, რომელთაც იმედები გავუცრუვეთ და შესაბამისი სერვისები ვერ შევთავაზეთ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

შაბათიდან, 8 აგვისტოდან ხელმისაწვდომი იქნება ყველა სერვისი. ადგილზე დაგხვდებათ განახლებული, თბილი ოჯახური გარემო, მოწყობილი უახლესი ტექნოლოგიებით.

სერვისებზე ჩასაწერად აქტიურია ჩვენი ტელეფონის ნომერი
032 2 42 42 52

დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის ♥
დავით დავარაშვილის კლინიკა მუდამ თქვენს სამსახურში ♥