სამუშაო საათები: 24/7

  • ქართული
  • ინგლისური


0322 42 42 52   თბილისი, ლუბლიანას 13

მშობელთა სკოლა

ნებისმიერ ორსულ ქალბატონს აწუხებს უამრავი კითხვა ისეთი როგორიცაა: თუ როგორ მიმდინარეობს ორსულობა, როგორ ვითარდება მისი პატარა, როგორ უნდა მოიქცეს მთელი 9 თვის განმავლობაში რომ უზრუნველყოს პატარას ჯანმრთელი მომავალი, რისგან უნდა შეიკავოს თავი თუ პირიქით რა არის სასურველი ამ ლამაზ ჯადოსნურ პერიოდში, რომელიც ყველა ქალბატონისთვის ინდივიდუალურად მიმდინარეობს. დავით დავარაშვილის კლინიკის მშობელთა სკოლაში მოსულ ნებისმიერ მომავალ დედას გაეცემა ყველა მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი. მომზადდება როგორც ფსიქოლოგიურად ისე ფიზიკურად მომავალი დედობისთვის მშობიარობისთვის. მშობელთა სკოლის ექიმების დახმარებით გაივლით შემდეგ საინტერესო საკითხებს:

➤ ორსულობის მიმდინარეობა
➤ ნაყოფის განვითარება
➤ ორსულის კვება
➤ ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობისთვის
➤ მამის როლი მშობიარობის დროს

➤ მშობიარობის შემდგომი პერიოდი და მოვლა
➤ მომზადება პატარასთან შესახვედრად
➤ ძუძუთი კვება და მისი უპირატესობები
➤ ბავშვის ჰიგიენა და მოვლა

ჩვენი სკოლის უპირატესობები:
➤ კურსებს გაივლით ინდივიდუალურად
➤ არ იქნებით დამოკიდებული ჯგუფზე
➤ თქვენ აირჩევთ თქვენთვის სასურველ დროს (დღეებსა და საათებს)
➤ სურვილის შემთხვევაში, თქვენ გაანაწილებთ დატვირთვას (გაკვეთილების რაოდენობას)
➤ კურსი საკმაოდ ხელმისაწვდომია და მას გაივლით თქვენს მეორე ნახევართან ერთად (სრული კურსის ღირებულებაა 200 ლარი)
➤ ეტაპების მიხედვით გეყოლებათ 3 სხვადასხვა მასწავლებელი: მეან-გინეკოლოგი, პედიატრი და ბებიაქალი

📩 მოგვწერეთ: Facebook Messenger
📞 დაგვირეკეთ: 032 2 42 42 52